თავი 3. მართვის ელემენტის დაპროექტება ფორმაზე. ინტერაქტიული Web-გვერდის შექმნა
3.1. მართვის ელემენტი DataGrid (გაგრძელება)

 
სურ. 3.12. SQL ინსტრუქციის ტესტირება

ამ ფანჯრით მოწმდება ჩვენ მიერ ფორმულირებული SQL ინსტრუქციით მიღებული შედეგი. ფანჯარაში Parameter Values Editor OKღილაკზე დაჭერის შემდეგ დავბრუნდებით ფანჯარაში, რომელშიც მოცემულია ძებნის შედეგი/სურ. 3.13/.

სურ. 3.15. DataGrid-ში ცხრილის სათაურის დაპროექტება
 
ცხრილისთვის ფორმატიზაციის ატრიბუტების დაყენება. 

დიალოგურ ფანჯარაში DataGrid Properties მონიშნეთ სტრიქონი Format. გამოვა ფანჯარა, რომელშიც შეგიძლიათ შეარჩიოთ სათაურისთვის, ცალკეული სვეტისთვის და ა.შ. შრიფტი, შრიფტის სტილი, ზომა, ფონი, შრიფტის ფერი და სხვა/სურ. 3.16/.

სურ. 3.13. SQL ინსტრუქციის ტესტირების შედეგი

ფანჯარაში Configu Data Source-AccessdataSource1 დააჭირეთ ღილაკს Finish.
მართვის ელემენტზე გამოტანილი ცხრილის გაფორმება
ცხრილის გაფორმება ხორციელდება დიალოგური ფანჯრით DataGrid Properties-ის/სურ.3.14/ საშუალებით. 

1.  ცხრილის სათაურის დაწერა
თუ გვსურს, რომ ცხრილის სათაურის დასახელებები განსხვავდებოდნენ ბაზაში არსებული ცხრილის სვეტების დასახელებებისგან, DataGrid-ის თვისებას AutoGenerateColumns მიანიჭეთ მნიშვნელობა False.

სურ. 3.14. დიალოგური ფანჯარა DataGrid Properties

დიალოგურ ფანჯარაში DataGrid Properties მონიშნეთ იარლიყი Column. ველში  Avialabe column მონიშნეთ სტრიქონი Bound Column და დააჭირეთ ღილაკს OK. ველში Header text დაწერეთ სვეტის სათაურის დასახელება, რომელიც უნდა გამოჩნდეს მართვის ელემენტზე. ველში Data Field დაწერეთ ამ სვეტის სახელი ბაზაში არსებული ცხრილის მიხედვით. თუ გსურთ, რომ DataGrid-ში გამოჩენილი მონაცემების მხოლოდ წაკითხვა იყოს ნებადართული, მაშინ მონიშნეთ ნიშნაკი Read only /სურ. 3.15/.

სურ. 3.16. დიალოგური ფანჯარა ცხრილისთვის ფორმატიზაციის ატრიბუტების მისაცემად DataGrid-ში

DataGrid-ის შევსება მონაცემების ბაზიდან ამორჩეული მონაცემებით 

განვიხილოთ მართვის ელემენტის DataGrid-ის მონაცემების ბაზიდან მონაცემებით შევსების ვარიანტი:
  • მონაცემების ბაზასთან დაკავშირება;
  • ადაპტერის აგება (OleDbdataAdapter-ის ან SqlDataAdapter-ის კლასის ეგზემპლარი);
  • ადაპტერის გამოყენებით DataSet-ის კლასის ეგზემპლარის შექმნა;
  • მართვის ელემენტი DataGrid თვისებით დაკავშირებულ იქნეს საჭირო ცხრილთან. 
დასმული ამოცანის რეალიზაციის პროგრამული კოდი შემდეგია: 
  
Private Sub Page_Load(ByVal sender As System.Object, _
  ByVal e As System.EventArgs) Handles MyBase.Load
        If Not IsPostBack Then
            Dim ds As DataSet = New DataSet()
Dim conn As String = "Provider=Microsoft.Jet.OLEDB.4.0;data source=" _
            & Server.MapPath("ekonfakulteti.mdb")
            Dim da As OleDbDataAdapter = New OleDbDataAdapter("SELECT TOP 5 " _
            & "gvari, saxeli FROM tbstudentiz", conn)
            da.Fill(ds)
       DataGrid1.DataSource = ds.Tables(0).DefaultView
        DataGrid1.DataBind()
        End If
    End Sub